ზოგი რამ ჩვენ შესახებ

დღეს თანამედროვე მსოფლიო მოდის ძირითადი აქცენტი გადატანილია საავტორო სკოლებსა და შემოქმედებით სახელოსნოებზე. მსგავსი სასწავლებლების კურსდამთავრებულები გამოირჩევიან პერსპექტიულობით და პროფესიონალიზმით. სასწავლო ცენტრი "კორა" დაარსდა 2002 წელს. სასწავლებლის კურსდამთავრებულთაგან ბევრს დღეს საკუთარი ბიზნესი აქვს, მათ შორის საზღვარგარეთაც. ნანა ჩიფჩიური ფლობს საკუთარ სალონს ესტონეთში, თამარ კისოვსკაია მუშაობს გერმანიაში დიზაინერ-მოდელიერად, ლელა და ნატო ლალიაშვილებმა თურქეთში აამოქმედეს ინდკერვის სალონი და მუშაობენ ტყავის მასალაზე. ლიკა დოლიძე და ნანა კახეთელიძე ასევე ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები არიან და ამჟამად "კორას" სახელოსნოში მუშაობენ ტექნოლოგებად.სასწავლებელი აღჭურვილია თანამედროვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დაზგა-დანადგარებით და სპეცმანქანებით, კომპიუტერებით. ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამა მიზნად ისახავს სპეციალისტების მომზადებას მოდის ინდუსტრიისთვის. სასწავლო ცენტრში მიღებული ცოდნა და გამოცდილება შესაძლებლობას მოგცემთ თქვენი ახალი პროფესია აქციოთ შემოსავლის წყაროდ, გახსნათ საკუთარი სასწავლებელი, მოახდინოთ თქვენს მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია, შეასრულოთ ძვირადღირებული ინდივიდუალური შეკვეთები, შექმნათ ექსკლუზიური მოდელები, სხვადასხვაგვარი აქსესუარები, მიიღოთ მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვებში, ჩამოაყალიბოთ და მართოთ საკუთარი ბრენდი, იყოთ გამორჩეულნი, ჩაიცვათ მოდურად და ამავე დროს, ყველასგან განსხვავებულად."კორას" მიზანია აგრეთვე, დაეხმაროს ყველას, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული და გააცნოს მნახველს მათი ნამუშევრები.

"კორა" დაგეხმარებათ პროდუქციის რეალიზაციაში, რისთვისაც გეძლევათ შესაძლებლობა ჩვენს საიტზე განათავსოთ თქვენს მიერ შექმნილი მოდელები და ნაკეთობანი.

'კორას' საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, აგრეთვე, ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/fashionstudio.kora.ge?ref=hl და ჩვენს You tube არხზე.

მოგვწერეთ თქვენი სურვილები, შენიშვნები, წინადადებები და შეკითხვები!

გამოიყენეთ თქვენი ცოდნა, უნარი და ფანტაზია, იყავით პრაქტიკულნი და წარმატებულნი!

"ყველაფერი ჩვენს ხელთაა, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან!'

კოკო შანელი


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved