სასწავლო პროგრამა პროფილის მიხედვით

1.  ტანსაცმლის დიზაინი, მოდელირება, კონსტრუირება, ტექნოლოგია, პრაქტიკა. სწავლების ხანგრძლივობაა 6 თვე. ფასი – სრული კურსის ღირებლება - 1500 ლარი. თვეში - 250 ლარი.

2.   შემდგომი პრაქტიკა (advanced) - პროგრამით გათვალისწინებული ტანსაცმლის კონსტრუირება-მოდელირება-ტექნოლოგია-პრაქტიკის სრული კურსის გავლის შემდეგ დამატებითი, პრაქტიკული კურსი(advanced). აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე ფლობს ტანსაცმლის კონსტრუირება-მოდელირების საფუძვლებს და სურს მეტი პრაქტიკული გამოცდილების მიღება. პრაქტიკული კურსის გავლის პროცესში მოსწავლეები იმუშავებენ ახალი მოდელების შექმნაზე, შეკვეთების, კოლექციების და ა.შ. დამუშავებაზე და დახვეწაზე. მულაჟის ანუ მანეკენზე ნატურალური ზომის მოდელის შექმნაზე. კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე, სრული კურსის ღირებულებაა 1000 ლარი.

3.  ბლიც–კურსები:  ერთდღიანი კურსი, რომელიც მოიცავს ერთი კონკრეტული საბაზისო თარგის კონსტრუირება–მოდელირებას.

4.  შერჩევითი პროგრამის შემთხვევაში:  მხოლოდ კონსტრუირება–მოდელირება 2 თვე 800ლარი.

მხოლოდ ჭრა–კერვის ტექნოლოგია – 4 თვე, ფასი – თვეში 300ლარი. სრული კურსის ღირებულება 1200ლარი.

5. დისტანციური სწავლება (ონლაინ რეჟიმში)  - ინდივიდუალური გაკვეთილები. სწავლების ხანგრძლივობაა 6 თვე. სრული კურსის ღირებლება - 1800 ლარი, თვეში - 300 ლარი.

6.  ტანსაცმლის დიზაინი, მოდელირება და კონსტრუირება კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. სამი განსხვავებული პროგრამის შესწავლის ხანგრძლივობაა 3 თვე. ფასი – თვეში 800 ლარი. სრული კურსის ღირებულება – 2400 ლარი.

7.  დაზგაზე ქსოვა – ერთბაქნიანი(ერთფანტურიანი) და ორბაქნიანი(ორფანტურიანი), საბჭოთა, უცხოური, მექანიკური, ელექტრო, პროგრამულ–მექანიკური და კომპიუტერული.  სქემები, ნიმუშები, დაპროგრამება, მზა ტექნოლოგიები, მოდელირება, ტრიკოტაჟისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ოპერაციები. სწავლების ხანგრძლივობაა 2 თვე. სრული კურსის ღირებულება:   საბჭოთა დაზგებზე 600 ლარი. უცხოურ ერთბაქნიან დაზგებზე 700 ლარი. უცხოურ ორბაქნიან დაზგებზე – 800 ლარი.

8. ხელით ქსოვა – ჩხირები(ორი სახის), ყაისნაღი(ორი სახის), სქემები, ნიმუშები, მზა ტექნოლოგიები, მოდელირება, ტრიკოტაჟისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ოპერაციები. სწავლების ხანგრძლივობა – 4 თვე. ფასი – თვეში 200 ლარი. სრული კურსის ღირებულება 800 ლარი. 

9.  ქარგვა - ტექნიკა და მეთოდები:  ქარგვა სიბრტყეზე (ჯვრული, სითვი), სამგანზომილებიანი, აბრეშუმის ზონარით, ბისერით, აპლიკაცია და ა.შ. სწავლების ხანგრძლივობა – 4 თვე. ფასი – თვეში 400 ლარი. სრული კურსის ღირებულება – 1600 ლარი.

10.  თექა - მშრალი და სველი თელვის ტექნიკა. ტანსაცმლისა და აქსესუარების დამზადება. სწავლების ხანგრძლივობა –2 თვე. ფასი – თვეში 250 ლარი. სრული კურსის ღირებულება – 500 ლარი.

11.  ტანსაცმლის დეკორატიული გაფორმება და აქსესუარების დამზადება სხვადასხვა მასალის და მეთოდების გამოყენებით. სწავლების ხანგრძლივობა – 3 თვე. ფასი – თვეში 300 ლარი. სრული კურსის ღირებულება 900 ლარი.

სწავლების  საფასურის გადახდა ხდება ორ ეტაპად ან ყოველთვიურად სასწავლო ცენტრი კორას საბანკო ანგარიშზე:

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: თიბისი ბანკი

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE14TB1170036010100001


პროფესიონალური სრული კურსი დიზაინერ-მოდელიერთათვის

1.  ქალის, ბავშვის და მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინი, მოდელირება, კონსტრუირება, ტექნოლოგია სტანდარტული და ინდივიდუალური ზომების გათვალისწინებით.

2.  ესკიზების შექმნა. შაბლონური ესკიზების გამოყენება.

3.  სტილი. ფორმა. სილუეტი.

4.  პრაქტიკული მეცადინეობები.

5.  მაკეტირება( მულაჟის ტექნიკა).

6.  საყოფაცხოვრებო და სამრეწველო დაზგა-დანადგარებზე მუშაობა.

7.  ვრცელი იფორმაციები: მოდა, მოდის ისტორია და განვითარება, მსოფლიოს დიზაინერები, ფოტო და ვიდეო მასალა.

8.  სასწავლებლის ბიბლიოთეკაში არსებული მასალის გამოყენება.

9.  მოსწავლეთა ნამუშევრების დახურული და ღია ჩვენებები.

10.  კოლექციების შექმნა.

11.  უცხო ენა (პროფესიული ტერმინოლოგიის ჩათვლით).

12.  ბრენდის მართვა. კონტაქტების და პარტნიორების ძიების მეთოდები.

13.  აქსესუარების დამზადება, დეკორატიული ელემენტების შექმნა და გამოყენება.

14.  ქსოვა. ქარგვა. თექა. გობელენი. ბატიკი.

სწავლების ხანგრძლივობაა 2 აკადემიური წელი. სრული კურსის ღირებულება: I - კურსი 3 500 ლარი (800 აკადემიური საათი). II - კურსი 3 500 ლარი (800 აკადემიური საათი).

ყოველწლიური სწავლების საფასურის გადახდა ხდება ორ ეტაპად სასწავლო ცენტრი "კორას" საბანკო ანგარიშზე:

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: თიბისი ბანკი

მიმღების დასახელება: სასწავლო ცენტრი "კორა"

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE14TB1170036010100001


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved