კითხვა: 'არის თუ არა შესაძლებელი დასაქმება სრული კურსის გავლის შემდეგ?'

პასუხი: დასაქმება ხდება შერჩევით. კურსდამთავრებულების გარკვეული ნაწილი იწყებს მუშაობას სასწავლო ცენტრი "კორას" სახელოსნოში კონსტრუქტორის, მოდელიერის, მკერავისა და მქსოველის სპეციალობით. მოსწავლეების ერთი ჯგუფი მუშაობს აქსესუარების დამზადებაზე.


კითხვა: რა დროა საჭირო იმისათვის, რომ გავხდე პროფესიონალი? საკმარისია თუ არა 3-4 თვიანი სწავლება პროფესიონალიზმის მისაღწევად?'

პასუხი: პროფესიონალიზმის მიიღწევის ვადები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ინტენსიურ პრაქტიკულ საქმიანობაზე, რაც საბაზისო ცოდნისა და სწავლების სწორი მიმართულების გარეშე შეუძლებელია. სხვადასხვა შემთხვევაში ეს პერიოდი მოიცავს 6-12 თვეს.


კითხვა: 'კარგი იქნებოდა ქსოვა ინტერნეტით გესწავლებინათ. თუ შეიძლება მომწერეთ საიტი, სადაც ასწავლიან დაზგაზე ქსოვას.პატივისცემით მაია...'

პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ დაზგაზე არასდროს გიქსოვიათ და მხოლოდ ახლა გსურთ დაეუფლოთ, მაშინ დაზგაზე ქსოვის შესწავლა ინტერნეტით პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამ სფეროში არის მთელი რიგი პროცესები, რომელიც თვალსაჩინოებას და დეტალურ ახსნას მოითხოვს. მაგრამ თუ გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება და ფლობთ ელემენტარულ ტექნიკას, მაშინ დაზგის დანართი ინსტრუქციებიდან საკმაოდ ვრცელ და საინტერესო მასალას მიიღებთ. თუმცა დაზგაზე ქსოვის შესაძლებლობები ძალზედ დიდია, ამიტომ ან თავად უნდა იმუშაოთ პრაქტიკული თვალსაზრისით, ან მიმართოთ მათ, ვისაც ამის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ინტერნეტ მასალას, არსებობს ფასიანი სერვისები, საიდანაც შეგიძლიათ გამოიწეროთ და შეიძინოთ CD და DVD დისკები და წიგნები.


მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები, სურვილები და წინადადებები!


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved