კორას სტუდია: დაზგაზე ნაქსოვი

რამდენიმე დღიანი საახალწლო დღესასწაულის შემდეგ კორა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. დაზგაზე ქსოვის უპირატესობის შესახებ არა ერთხელ გვისაუბრია. წარმოდგენილი მოდელი ინგლისური რეზინების ნაირსახეობებს შორის ყოველთვის და ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თავად მოდელი განკუთვნილია დამწყებთათვის და მას მარტივად გაართვეს თავი ჩვენმა მოსწავლეებმაც. აქტუალური დიზაინის მისაღწევად პულოვერი კომბინირებულია მეტალიზირებული ძაფით, რაც დღეს ესოდენ პოპულარული და მოთხოვნადია.6 ივნისიდან ვიწყებთ ახალ სრულ კურსს დაზგაზე ქსოვის შესწავლის მსურველთათვის. ამჯერად სწავლება წარიმართება იაპონური წარმოების Silver Reed ტიპის ორბაქნიან დაზგებზე.ერთი არასრული სამუშაო დღე დასრულდა და ახალი ტოპი მზადაა. აქტუალური ფერის, სტილის და ფაქტურული ზედაპირის მქონე. მხოლოდ კორა შეგასწავლით დაზგაზე ქსოვის ყველა საიდუმლოს. ჩვენ კი ახალი მოდელის შესაქმნელად ვემზადებით.დაზგაზე ქსოვის შესასწავლად საუკეთესო პერიოდია, რადგან შემოდგომის დადგომისთანავე, სეზონს მომზადებული შეხვდებით როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. კორა ამის მიღწევაში დაგეხმარებათ და თქვენ 2 თვეში დაეუფლებით დაზგაზე ქსოვის ხელოვნებას.შევარჩიეთ მოდელი, დავაპროგრამეთ, შევასრულეთ საჭირო გამოთვლები და შევუდექით ქსოვას.სასწავლო ცენტრი კორა აცხადებს მიღებას მიღებას დაზგაზე ქსოვის შესწავლის მსურველთათვის.

ოთხშაბათი - შაბათი 10:00 - 11:30 სთ

ისწავლება: სქემები, ნიმუშები, დაპროგრამება, მზა ტექნოლოგიები, მოდელირება, ტრიკოტაჟისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ოპერაციები და სხვა.

სწავლების ხანგრძლივობაა 2 თვე. გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1.30 სთ.

ცოტა რამ საქსოვი დაზგების შესახებ!

დაზგაზე ქსოვის შესწავლის მსურველები ხშირად გვიკავშირდებიან და გვისვამენ შეკითხვებს. ამიტომ, ჩვენ შევაჯამეთ ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხების ნაწილი:

1. დაზგაზე ქსოვა ბევრად უფრო მომგებიანი დროის თვალსაზრისით, ვიდრე ხელით ქსოვა. ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაზგაზე იქსოვება საშუალო სირთულის 2-3 მოდელი, რაც ხელით ქსოვისას შეუძლებელია.

2. თუ ხელით მოქსოვილი ნაწარმის ძაფის ხარჯი არის 400-500 გრამი, დაზგაზე მოქსოვილი ანალოგიური მოდელის წონა შეადგენს 300-350გრამს.

3. სრულიად განსხვავებულია ნაქსოვის ხარისხი.

4. პრაქტიკულად, ყველა ის უზორი, რომელიც იქსოვება ხელით, იქსოვება დაზგაზეც და უფრო მეტიც,

5. ის, რომ შესაძლებლობები დაზგებზე ბევრად უფრო მასშტაბურია, ამას ჩვენი ვიდეოც ადასტურებს.

შეხვდით ყოველ ახალ სეზონს მოდური ნაქსოვი ტანსაცმლით! შეისწავლეთ დაზგაზე ქსოვა კორას სტუდიაში!აჟურული ანგორის ბლუზამ დიდი მოწონება დაიმსახურა.უნივერსალური კარდიგანი დღეს ყველაზე პრაქტიკული და ტრენდულია. თუ თვლით, რომ კარდიგანის ხელით ქსოვა დიდ დროს მოითხოვს, ჩვენ დაგეხმარებით, შეგასწავლით დაზგაზე ქსოვას და ერთ დღეში თქვენი კარდიგანი მზად იქნება.ცოტაოდენი საქსოვი ძაფი, დაზგაზე ქსოვის ტექნიკის დაუფლება და თქვენ მრავალფეროვანი ნაქსოვი ტანსაცმლით უზრუნველყოფილი იქნებით.შალნარევი უნივერსალური ბლუზა მოქსოვილია დაზგაზე კორას სტუდიაში.ეს დეკორატიული ბალიში საუკეთესო საჩუქარია თქვენი ახლობლებისთვის. არ მოითხოვს დიდ დროს და ძაფის ხარჯიც მინიმალურია. შესანიშნავად მოერგება ნებისმიერ ინტერიერს!

ორშაბათი - ხუთშაბათი 10.00 სთ-დან 11.30 სთ-მდე.

სწავლა იწყება 15 მარტიდან.

სრული კურსის ღირებულება: საბჭოთა დაზგებზე 600 ლარი. უცხოურ ერთბაქნიან დაზგებზე 700 ლარი. უცხოურ ორბაქნიან დაზგებზე – 800 ლარი.

ქვემოთ წარმოდგენილი ნიმუშები ჩვენს საქსოვ დაზგებზეა შესრულებული! ბლუზა აჟურული არშიით და სახელოებით.

დაზგაზე მოქსოვილი ახალი მოდელები თქვენი გარდერობისთვის!

შეარჩიეთ, მოირგეთ და შეიძინეთ!

საგაზაფხულო ნაქსოვი ბლუზა ლურექსით მოქსოვილია კორას სტუდიაში. ზომა 42. ფასი 80 ლარი

სექციური ღებვის სვიტერი მოქსოვილია კორას სტუდიაში. ზომა 38-40. შემადგენლობა: 40% შალი. 60% აკრილი. ფასი 70 ლარი.

ქალის ნაქსოვი პულოვერი ტვიდის ძაფისგან. ზომა M. ფასი 70ლარი.დაზგაზე ნაქსოვი თბილი და კომფორტული პალტო/კარდიგანი. ზომა M. მასალა: მაღალი ხარისხის შალის საქსოვი ძაფი ცნობილი იტალიური მწარმოებლისგან Fil-3. ფასი: 250 ლარი.

დაზგაზე ქსოვის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შევქმნათ განსხვავებული ტრიკოტაჟი, მათ შორის ორმხრივი ნაქსოვი.მალე დასრულდება რეგისტრაცია დაზგაზე ქსოვის შემსწავლელ კურსზე. პროგრამაშია:
- ერთბაქნიანი საქსოვი დაზგის გამოყენება და პრინციპები.
- ორბაქნიანი საქსოვი დაზგის გამოყენება და პრინციპები.
- სქემები, ნიმუშები. დაპროგრამება.
- მოდელირება
- ტრიკოტაჟისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ოპერაციები.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21.11.2018

დაზგაზე მოქსოვილი პულოვერი. ზომა-M.  მასალა: შალი+ანგორა. ფასი 80ლარი.

მოირგეთ და შეიძინეთ კორას სტუდიაში.სასწავლო ცენტრი კორა აცხადებს მიღებას ყველა სახის დაზგაზე ქსოვის შესწავლის მსურველთათვის. სქემები, ნიმუშები, დაპროგრამება, მზა ტექნოლოგიები, მოდელირება, ტრიკოტაჟისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ოპერაციები. სწავლების ხანგრძლივობაა 2 თვე. სრული კურსის ღირებულება: საბჭოთა დაზგებზე 600 ლარი. უცხოურ ერთბაქნიან დაზგებზე 700 ლარი. უცხოურ ორბაქნიან დაზგებზე – 800 ლარი.

სწავლება იწყება 1 ოქტომბრიდან. რეგისტრაცია 28 სექტემბრამდე. ტარდება მხოლოდ ჯგუფური გაკვეთილები:
ორშაბათი - ხუთშაბათი 18.30 - 20.00სთ
გარდა ამისა, ოქტომბრის თვიდან, ნებისმიერ მსურველს შეეძლება შეარჩიოს და შეიჩინოს კორას სტუდიაში დამზადებული ნაქსოვი ტანსაცმელი როგორც ფეისბუქის გვერდიდან, ასევე კორას საიტიდან.

ყველაზე მოდური და იდეალურად მორგებული დაზგაზე ნაქსოვი კაბა. ზომა 40. ფასი 120 ლარი. ნახევრად შალის ძაფი.

დაზგაზე ნაქსოვი წინდები და კარდიგანი შესრულებულია კორას სასწავლო ცენტრის სტუდიაში.ჩვენი დახმარებით დაეუფლეთ დაზგაზე და ხელით ქსოვის ტექნიკას და უპრობლემოდ, რეგულარულად, მოდის კვალდაკვალ, ზედმეტი დანახარჯების გარეშე განაახლეთ თქვენი გარდერობი!

ჩვენ გთავაზობთ არა მარტო ნებისმიერ დაზგაზე ქსოვის შესწავლას, არამედ ჩვენს სტუდიაში შექმნილი მოდელების შეძენას. გარდა ამისა, კორას–ს მოსწავლეებს შეუძლიათ განათავსონ საკუთარი ნამუშევრები ჩვენს ვებ–გვერდზე.

დაზგაზე მოქსოვილი ქვედაბოლო დეკორირებული არშიით. ზომა 40. ფასი 45 ლარი.

კლასიკური სტილის შავი ქვედაბოლო ნებისმიერი სიტუაციისთვის: ოფისი, კორპორაციული შეხვედრები. ზომა 42–44. ფასი 60 ლარი.

საგაზაფხულო, მსუბუქი და ჰაეროვანი კარდიგანი იტალიური საქსოვი ძაფისგან. ზომა 40–42. ფასი 80 ლარი.

რამდენიმე ახალი მოდელი და ელემენტები დეკორისთვის, რომლებიც ასევე დაზგაზეა შერულებული. მასალად გამოვიყენეთ შალის, ნახევრადშალის, ბამბის და აბრეშუმნარევი საქსოვი ჩაფები #32/2 და # 28/2. ყველა მოდელი და დეკორატიული ყვავილები მოქსოვილია იაპონურ საქსოვ დაზგებზე: Silver Reed, Brother, Singer.

დაზგაზე მოქსოვილი დეკორატიული ყვავილები ნახევრადშალის ჩაფებისგან:


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved