კორას სტუდია.დეკორი

რას და როგორ ვიყენებთ ტანსაცმლის, ასესუარების ან ინტერიერის გასაფორმებლად? ამისათვის არსებობს ათასგვარი დამხმარე შაბლონები, რომელიც გვეხმარება ისეთი საინტერესო და ორიგინალური ელემენტების შექმნაში, როგორიცაა ყვავილები, დეკორატიული ღილები და ა.შ.

ამჯერად გაგაცნობთ რამდენიმე ვარიანტს. ზოგიერთი მათგანის დამზადების პროცესი თქვენთვის უცხო არ იქნება, მაგრამ გვინდა წარმოგიდგინოთ ის დამხმარე ფურნიტურა, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ.

გულის ფორმის ელემენტების მისაღებად ვიყენებთ უმარტივესი კონსტრუქციის შაბლონს, რომელიც ფოტოზეა ნაჩვენები. ამ პატარა გულების მისაღებად გამოიყენება ნებისმიერი ქსოვილის 5სმ –იანი ნაჭერი.

ეს კი სხვადასხვა ზომისა და პალიტრის "პონ–პონების" დასამზადებელი მოწყობილობაა. მისი დახმარებიათ შესაჩლებელია დაამზადოთ ერთფეროვანი, ორ, სამ ან ოთხ ფერში გადაწყვეტილი პონ–პონები და ამასთანავე, ფერადი ჩაფების განლაგების თანმიმდევრობის ცვალებადობით მიიღოთ სრულიად განსხვავებული ეფექტები.

მრგვალი ფორმის დეკორატიული ყვავილების მისაღებად ვიყენებთ ამგვარ დისკებს:

ჩალზედ საინტერესო კვანჩების დამზადება შეიჩლება ამ პატარა შაბლონების გამოყენებით: ამ კვანჩებისგან შესაჩლებელია დამზადდეს გულსაკიდები, საყურეები, სამაჯურები, ღილები, ჩანთის საკეტები და ა.შ.

ახალა კი, ცოტა რამ აბრეშუმისა და ორგანზის ზონრების შესახებ: აქ შესაჩლებლობები შეუზღუდავია და ადამიანის ფანტაზიისა და გემოვნების მიხედვით შეიჩლება დამზადდეს ულამაზესი ყვავილები.

დამატებითი დეტალებით გაფორმება ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, მაგრამ დღევანდელი მოდა ამას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. არ არსებობს დიზაინერი, რომელიც თავის კოლექციაში არ აკეთებდეს აქცენტს ისეთ დეკორატიულ ელემენტებზე როგორიცაა ვარდები. ამისათვის გამოიყენება ნებისმიერი მასალა: ქსოვილი, ბეწვი, ტყავი, ფაქტურული ქსოვილები და ა.შ. აქაც გვეხმარება ის უმარტივესი, მაგრამ მრავალფუნქციური მოწყობილობები, რომელთა ნახვაც ქვემოთ მოცემულ ფოტოსურათებზეა შესაჩლებელი. მათი დახმარებით მარტივად ვამზადებთ დეკორისთვის საჭირო ყვავილებს და გარწმუნებთ, რომ თავად ეს პროცესიც და შედეგიც წარმოუდგენელი სიამოვნების მომტანია!

რაც შეეხება ფოთლების დამზადებას, ამის შესახებ სხვა გამოშვებებში ვისაუბრებთ!


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved