კორას სტუდია.დეკორი

ბიჟუტერია კვლავ იქნება 2013 წლის ლიდერი აქსესუარებს შორის. მოდის ტენდენციების მიხედვით უპირატესობა ენიჭება მასიურ სამკაულებს და ათასგვარ ჯაჭვებს. მთავარი და უპირობო მოთხოვნა არის ის, რომ ბიჟუტერია უნდა იყოს მოდური, ორიგინალური, მსუბუქი და პრაქტიკული.

ჩვენი ახალი სამკაულები ჩირითადად დამზადებულია სვაროვსკის კრისტალების და სვაროვსკის მარგალიტებისგან. გამოვიყენეთ აგრეთვე სხვადასხვა ქსოვის და ფერის ჯაჭვების მიქსიც. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დღეს სპირალური სამაჯურები: შეიჩლება იყოს ერთი ან რამდენიმე წრიული მოტივისგან შემდგარი. მათი პოპულარობა იმით აიხსნება, რომ კარკასისთვის გამოყენებულია უჟანგავი, მყარი ლითონი, რომელიც არ კარგავს ფორმას, ადვილად ერგება ნებისმიერი გარშემოწერილობის მაჯას და არ ესაჭიროება საკეტი. ჩვენს კოლექციაში ამ ტიპის რამდენიმე სამაჯურია წარმოდგენილი: იისფერი–სამ იარუსიანი, ქარვისფერი სვაროვსკის კრისტალებით, ვერცხლისფერი–ასევე სამ იარუსიანი და შავი/ვერცხლისფერნარევი–ერთი წრიული მოტივით.

მოდური ბიჟუტერიის – საყურეების, სამაჯურების, გულსაკიდების და ყელსაბამების დამზადებისას ჩირითადად გამოვიყენეთ ბუნებრივი მასალა: ჩოწი, რამდენიმე შეფერილობის აქატი, გიშერი, ფირუზი, ჰემატიტი, მარჯანი, ამეთვისტი, მარგალიტის თვლები, სხვადასხვა სახეობის ხის მასალა, სპილოს ჩვალი. აგრეთვე, სვაროვსკის კრისტალები და ჩეხური ბისერი. დამხმარე ფურნიტურისთვის გამოვიყენეთ პლასტიკისა და ლითონის მასალისგან დამზადებული დეტალები. ამ ნიმუშების ნახვა, შეფასება და შეკვეთა შესაჩლებელია ჩვენს facebook – გვერდებზე: http://www.facebook.com/media/set/?set=a.533028680057090.139343.231700123523282&type=1 და ასევე http://www.facebook.com/media/set/?set=a.445978792110101.99022.208391442535505&type=1


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved