კორას სტუდია. დეკორი

კორა შეგასწავლით დეკორატიული ნივთების დამზადებას, ტანსაცმლის დეკორს და დაგეხმარებათ წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი, ფანტაზია და შესაჩლებლობები.დაამზადეთ საკუთარი ხელით, უსახსოვრეთ მეგობრებს და ახლობლებს, გაალამაზეთ თქვენი სახლის ინტერიერი მაგიდის დასაფენებით, კედლის სურათებით, დეკორატიული გადასაფარებლებით, დეკორატიული შალითებით - და ეს ყველაფერი ექსკლუზიურად თქვენთვის!ხელნაკეთი ჩარჩოების რამდენიმე ნიმუში. ეს და მრავალი სხვა დეკორატიული ნივთის დამზადება ინტერიერის გასაფორმებლად ისწავლება ჩვენთან, კორას კურსებზე.

საკარნავალო ნიღბები და დეკორატიული აქსესუარები დაამზადეთ ჩვენთან ერთად და ჩვენი დახმარებით! მალე შემოგთავაზებთ ღია გაკვეთილს საკარნავალო ნიღბების, დეკორატიული აქსესუარების და სხვა ორიგინალური ნივთების დასამზდებლად.წახნაგოვანი ბისერისგან(ალმასებისგან) დამზადებული სამი სურათი, ლამაზი ყვავილები ინტერიერისთვის.

თექის ფირფიტებისგან აწყობილი დეკორატიული კალათები დავამზადეთ ჩვენს სტუდიაში. გასაფორმებლად გამოვიყენეთ: თასმები, მჩივები, აპლიკაციები, ხელოვნური ყვავილები.

ორი დეკორატიული დასაფენი აწყობილია პატარა კვადრატებისგან და განსაკუთრებით მოსახერხებელია ბავშვებისთვის იატაკზე დასაფენად. ასევე, კომფორტულად იგრჩნობენ თავს, თუ ამ მინი–მატრასებს სკამზე დაუფენთ.ორი მცირე ზომის კალათი კი საქსოვი ჩაფის ნარჩენებისგან დავამზადეთ და ისინი სუვენირების, კალმების ან ბიჟუტერიის შესანახად გამოდგება. ასევე ორიგინალური საჩუქარი იქნება მეგობრებისთვის.


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved