კორა ინფო

2010 წლის 15 მაისიდან გიწვევთ ტიხრული მინანქრის შემსწავლელ ორთვიან ინტენსიურ კურსებზე. მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრჩლივობაა 3 საათი. სრული კურსის ღირებულება - 600 ლარი.

პროგრამაშია:
1. ქართული კლასიკური ტიხრული მინანქარი.
2. სამკაულებისა და აქსესუარების დამზადების ტექნოლოგია.
3. საეკლესიო ნივთების დამზადების ტექნოლოგია.
4. მუშაობა ვერცხლის, სპილენჩის და ოქროს(სურვილის შემთხვევაში) მასალით.
5. ფერებზე მუშაობა.
6. ტიხარზე მუშაობა.
7. ჩველი და თანამედროვე ორნამენტები.
8. ნაკეთობათა დიზაინი.
9. ფერთა გრადაცია.
10. ევროპული ორნამენტები.

მსურველებმა მოგვმართეთ 2010 წლის 12 მაისამდე.

ლითონის ფირფიტის მინანქრით მოწერის რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს. ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ტიხრული მინანქარია ცნობილი.

ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან, სწორედ ამით აიხსნება უცხოელების განსაკუთრებული დაინტერესება ქართული ტიხრული მინანქრით.

ხელოვნების ეს დარგი გამოიყენება როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთებშიც – ოქროს, ვერცხლის, სპილენჩის ნაკეთობათა მინანქრით შემკობა, რელიგიური ნივთები, ჭურჭელი, საიუველირო ნაკეთობანი, სამკაულები, აქსესუარები, მოსაპირკეთებელი ნივთები და სხვა.

ყოველი მათგანი მრავლადაა შემკული სხდასხვაგვარი ორნამენტებით.

 


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved