მოდის ლექსიკონი

ყველას, ვინც ხშირად სტუმრობს ჩვენს ვებ-გვერდს, კარგად ახსოვს, რომ რუბრიკაში ლექსიკონი განთავსებულია საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქსოვილების შესახებ. ჩვენი მოსწავლეები, სწავლის დაწყების პირველ დღეებში აღნიშნავენ, რომ ვერ ან ცუდად ერკვევიან ქსოვილების ფაქტურაში, შემადგენლობაში, ვერ ცნობენ ქსოვილებს მათი მახასიათებლების მიხედვით, რაც გარკვეულ სირთულეებს უქმნით ქსოვილის შეჩენის დროს. ჩვენ ვაგრჩელებთ ქსოვილებზე საუბარს და სისტემატიურად მოგაწვდით ბევრ საინტერესო ინფორმაციას, ხოლო მოსწავლეები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან არა მარტო ქსოვილის სტრუქტურას, არამედ რთულ ქსოვილებთან მუშაობის ტექნიკას და სპეციფიკას, რაც აისახება არა მარტო ქსოვილებთან მუშაობის პროცესზე, არამედ საბოლოო შედეგზეც.

აბრეშუმი - ქსოვილი მიიღება ნატურალური ან სინთეტიკური ბოჭკოებისგან, რაც ქსოვილს ანიჭებს განსაკუთრებულ ბზინვარებას. ნატურალური აბრეშუმი მიიღება თუთის აბრეშუმხვევიას სეკრეციის ჯირკვლებიდან. სპეციალური ხსნარებით დამუშავების შედეგად ისედაც თხელი და მსუბუქი ქსოვილი ხდება რბილი, ხავერდოვანი და ელასტიური. აბრეშუმის ჩაფის დამზადების ტექნოლოგიის სირთულე განაპირობებს მის ფასს და საკმაოდ ჩვირადღირებული ქსოვილების კატეგორიას განეკუთვნება. გამოიყენება კაბების, ბლუზების, ქვედა კაბების, პალანტინების შესაკერად.

ატლასი - აბრეშუმის, შალის ან ტილოს ქსოვილი, რომელსაც გააჩნია ბზინვარება. ქსოვილის იმ საკვანჩო ადგილებში, სადაც დამატებითი ბოჭკოები განლაგებულია ქსოვილის ზედაპირზე, იჩლევა ბზინვარების ეფექტს, ხოლო სადაც იგი ჩირითადი ჩაფების ქვეშ გადის - ქსოვილი არაპრიალა რჩება. ატლასი ითვლება ერთ-ერთ ჩვირფას ქსოვილად და გამოიყენება სადღესასწაულო ცერემონიალებზე და დეკორატიული ელემენტების შექმნის მიზნით.

ანგორა-სოფტი - წმინდა და ჩალზედ ნაზი ბოჭკო, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქით. მზადდება ანგორის კურდღლის ბეწვისგან. საკმაოდ დელიკატური, მსუბუქი და ჰაეროვანი ქსოვილია და ამიტომ, მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას როგორც რეცხვის, ისე გამოყენების პროცესში. ეს არის მდგრადი, მაღალი ხარისხის ტრიკოტაჟი, კარგად ინარჩუნებს სითბოს და განეკუთვნება ჩვირადღირებულ ქსოვილებს. არა ერთი დიზაინერი, ტექნოლოგი და მკერავი თავის არჩევანს ხშირად სწორედ ამ ქსოვილზე აჩერებს. არ არის ალერგიული, კანთან შეხებისას არ იწვევს დისკომფორტს. ანგორა-სოფტისგან იკერება და იქსოვება კაბები, ბლუზები, პოლუვერები, მსუბუქი კარდიგანები, ქუდები. მისი სიმჭიდროვეა 260-280გრ/მ2.

მიკროველვეტი - ეს არის მყარი ქსოვილი ცალმხრივი, ხავერდოვანი ფაქტურით. მის ზედაპირზე დაყოლებულია ხავერდოვანი ზოლები ბილიკების სახით. შეხებით ოდნავ ხაოიანია, თუმცა არ არის უხეში. ასეთი სტრუქტურის გამო ველვეტიც და მიკროველვეტიც არის გამჩლე, ვიზუალურად ეფექტუად და მდიდრულად გამოიყურება. კლასიკური ველვეტისგან განსხვავებით, ზოლებს შორის მანჩილი 1-1,5 მმ-ია, ჩირითადად ბამბის და ზოგჯერ აბრეშუმის შემადგენლობით. ამ ქსოვილისგან იკერება კაბები, სპორტული პერანგები, ქვედა კაბები, შარვლები, კომბინეზონები, ქურთუკები,  კეპები. ხშირად გამოიყენება როგორც კომპანიონი ქსოვილი.

ფუტერი სამმაგი -ტრიკოტაჟული ქსოვილის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც დამზადებულია სამი განსხვავებული ნართისგან (ჩაფისგან). საკმაოდ მოცულობითი და რბილია, ჩირითადად გამოიყენება სპორტული ტანსაცმლის, პალტოების და ქურთუკების შესაკერად. ქსოვილის სახე ხაოიანია ან დაფარულია უმნიშვნელო ბუსუსებით, ხოლო უკანა მხარე შედარებით უხეშია და გამოიყენება ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად. ქსოვილის შემადგენლობაში შედის 60% ბამბა და 40% პოლიესთერი. კანთან შეხებისას არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და დისკომფორტს.

ხავერდოვანი პლუში-ბეწვიანი მიკროფიბრული ქსოვილი. ზედაპირი დაფარულია 2-8სმ სიმაღლის ბეწვით. ხავერდოვანი საფარი შეიჩლება იყოს სრულად დაფენილი ან ნაწილობრივი, ზოლების, კოპლების ან სხვა ნახატის სახით. თავად ტექსტილი არის რბილი, მსუბუქი და ჰაეროვანი. ადვილად ირეცხება, გამჩლეა გამოყენებაში. პლუშისგან იკერება საბავშვო ტანსაცმელი, ნაჭრის სათამაშოები, ინტერიერისთვის პლედები, ფარდები, გადასაფარებლები. შემადგენლობაში შედის 100% პოლიესთერი, რომელიც ითვლება ჰიპოალერგიულ, კომფორტულ და ხარისხიან ფუჩედ.

შტაპელი - მსუბუქი, რბილი, მჭიდროდ დართული ქსოვილია. ეს ქსოვილი საუკეთესო არჩევანია მსუბუქი ბლუზების, კაბების, ქვედა კაბების, თავისუფალი სტილის შარვლების და ყველა სახის საზაფხულო ტანსაცმლის შესაკერად. ხშირი მოხმარების შემთხევაშიც კი, ხასიათდება  მდგრადობით და გამჩლეობით. კომფორტული და გრილია, განსაკუთრებით  ზაფხულის ცხელ დღეებში. კარგად ატარებს ჰაერს და მეტწილად ნატურალურ ქსოვილებს განეკუთვნება. შტაპელის ქსოვილით მუშაობის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მას ახასიათებს კლების მაღალი კოეფიციენტი, ამიტომ საჭიროა ქსოვილის წინასწარი თერმული დამუშავება.

ლოდენი, იგივე თექა ანუ მოთელილი შალი - გააჩნია სიმკვრივე. ქსოვილის სახე, ანუ კარგი მხრიდან ზედაპირი ოდნავი ბეწვით არის დაფარული. საკმაოდ მჩიმეა და მკვრივი, მიახლოებით 300-350გრ/მ2, რაც განაპირობებს სითბოს და სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას სიცივეში. კერვის დროს ადვილად ემორჩილება ყველა პროცედურას და არ განეკუთვნება პრობლემატურ ქსოვილებს. მისი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ლოდენი არ განეკუთვნება შლად ქსოვილებს და ამიტომ, მისი კიდეების დამუშავების აუცილებლობაც არ არის. გასათვალისწინებელია რეცხვის რეჟიმი. ჩირითადად კერავენ თბილ პალტოებს, ქურთუკებს, ქვედა კაბებს, ჟილეტებს, მოსაცმელებს, ქუდებს.

აჟური (ajoure) - ფრანგული სიტყვაა, ბადისებური, დაწნული, გამჭოლი ნაქსოვი. ხშირად ასე უწოდებენ საიუველირო საქმეში წმინდა ლითონის ჩაფებისგან შერულებულ ნაკეთობებს.

აკრილი – მაღალი ხარისხის სინთეტიკური ბოჭკო. უნარჩუნებს ტანსაცმელს სითბოს, ფორმას და იცავს ქსოვილს დაზიანებისგან.

აქსამიტი – ხავერდის, ხავერდოვანი ან ატლასის ფარჩის დასახელება. დაჩითულია ოქროსფერი, მბზინვარე ნახატებით.

ალპაკა –(ესპანურიდან)- მსუბუქი ქსოვილი, რომელიც მიიღება ალპაკის (ლამისებრთა ოჯახიდან) ბეწვისგან.

ანგორა – წმინდა და ჩალზედ ნაზი ბოჭკო, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქით. მზადდება ანგორის კურდღლის ბეწვისგან.

აპრეტი – (ფრანგულიდან) - ნივთიერება (ცხიმი, სახამებელი და სხვა), რომლითაც ამუშავებენ ტრიკორაჟული ქსოვილის ზედაპირს, რაც იცავს მას დეფორმაციისა და მოთელვისაგან. თავად პროცესს აპრეტურა ან აპრეტირება ეწოდება.

აცეტატი – ქიმიური ბოჭკოა. მისი გამოყენება ქსოვილს მატებს ბზინვარებას და აადვილებს რეცხვის პროცესს.


ბაიკა(ფლანელი, ბამბაზია) რბილი, მოშვებული, მჩიმე ქსოვილი, ცალმხრივი ან ორმხრივი ხშირი ბეწვით. ჩირითადად მზადდება ნატურალური ბამბისგან. გამოიყენება თბილი ტანსაცმლის შესაკერად.

ბალბრიგანი - პირველად ამ ქსოვილის წარმოება ბალბრიგანში(ირლანდია) დაიწყეს. სადა, ბამბისგან დამზადებული ტრიკოტაჟი გამოიყენება თეთრეულის შესაკერად.

ბარხატი, ხავერდი – აბრეშუმის, შალის ან ბამბისგან დამზადებული მბზინვარე ბეწვის მქონე ქსოვილი. მისი წარმოშობა იტალიას უკავშირდება. ჯერ კიდევ 1247 წელს ვენეციელმა მქსოველებმა ოფიციალურად მიიღეს ნებართვა დაეარსებინათ საკუთარი გილდია. VII საუკუნეში ცენტრალურ ევროპაში ხავერდის ფასები მხოლოდ დიდგვაროვნებისთვის იყო ხელმისაწვდომი და გამოიყენებოდა დეკორატიული ელემენტებისთვის ან მთლიანად სამოსის შესაკერად.

ბატისტი – ჩალზე თხელი, ნატურალური ქსოვილი. მისი სამშობლო ინდოეთია. ბატისტისგან თხელი, საზაფხულო ტანსაცმელი იკერება და გამოირჩევა არაჩვეულებრივი სიგრილით.

ბისუსი – თხელი, გამჭვირვალე ქსოვილი, რომელსაც ჩველ ეგვიპტეში ქალები ქვედა სამოსზე მოსასხამებად ხმარობდნენ.

ბალონი (ბალონია - იტალიურიდან) – კაპრონის ჩაფისგან დამზადებული, წყალგაუმტარი ზედაპირის მქონე სალაბადე ქსოვილი, რომლისგანაც ჩირითადად სპეცტანსაცმელი და შალითები იკერება.

ბრილიანტინი – მოელვარე ზედაპირის მქონე შალის ქსოვილი.

ბროკატელი (ფრანგულიდან) – მსუბუქი, ჰაეროვანი და ნაზი ქსოვილი, დაჩითული მოოქროვილი ან მოვერცხლილი ფერმკრთალი ყვავილებით. მისგან იკერებოდა საზაფხულო კაბები და იგი VII საუკუნის მოდის გამოჩახილი იყო.

ბუკლე (ფრანგულიდან) – დეკორატიული ჩაფისგან მიღებული ქსოვილი, რომელიც ხასიათდება შესქელებული, კვანჩოვანი ზედაპირით. თხელი ბუკლეს ქსოვილისგან იკერება მსუბუქი ტანსაცმელი, ხოლო შედარებით სქელი ბუკლეს ქსოვილი გამოიყენება პალტოებისა და თავსაბურავებისთვის.

ბუმაზეა (იტალიურიდან) – ტილოსმაგვარი ბამბის ქსოვილი, მეჩხერი და ოდნავ ბეწვიანი ზედაპირით. გამოირჩევა რბილი და ჰაეროვანი სტრუქტურით.

ბურმეტი (სპარსულიდან) – უხეში ბამბის ქსოვილი. დღეს ეს ქსოვილი ცნობილია ბიაზის სახელწოდებით. გამოირჩევა ჰაერგამტარობით და სიმტკიცით.


დამა (ფრანგულიდან) - მკვრივი აბრეშუმის ქსოვილი რელიეფური სახით.
დამასკი - ქბრეშუმის, შალის ან ბამბის ჭილოფისებური ქსოვილი. აბრეშუმის დამასკი აღმოსავლური წარმოშობისაა, გამოირჩევა სიმკვრივით. თავდაპირველად გამოიყენებოდა საეკლესიო სამოსის შესაკერად და ავეჯის შალითების დასამზადებლად. ბამბის დამასკი თანამედროვე ყოფაში გამოიყენება საფარდე ქსოვილების, შალითებისა და მსუბუქი ტანსაცმლის შესაკერად. VII საუკუნეში ეს ქსოვილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ესპანეთში: მას კედლის შპალერისთვის იყენებდენ და ნახატის ერთი მოტივის სიგანე ხშირად 2 მეტრს აღწევდა.

დამასკეთი (ფრანგულიდან)- მოოქროვილი ფარჩის ქსოვილი.

დამასე (ფრანგულიდან) - რბილი, ბზინვარე აბრეშუმის ქსოვილი თავისივე პრინტით. გამოიყენება ტანსაცმლის სასარჩულედ და დეკორატიული ელემენტების შექმნის მიზნით.

დენიმი (ფრანგულიდან) - ბამბის მყარი ქსოვილი, რომელიც გამჩლეობით და პრაქტიკულობით გამოირჩევა. XIX საუკუნიდან პოპულარობის პიკზეა, რადგან სწორედ ამ ქსოვილისგან იკერება ჯინსები.

დერმატინი (ბერჩნულიდან) - ხელოვნური ტყავი, ნიტროცელულოზის საფარით და ქსოვილის ფუჩით. გამოიყენება ავეჯის შალითების, სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად. თუმცა დერმატინი დიდი გამჩლეობით არ გამოირჩევა და ამასთანავე, ჰაერგაუმტარია.

დიაგონალი – მკვრივი ქსოვილი დიაგონალურად განლაგებული რელიეფური ზოლებით. მზადდება შალის, ნახევრადშალის, ბამბის, შტაპელის ან სითეტიკური მასალიგან. მისგან ჩირითადად იკერება მამაკაცის კოსტიუმები, პიჯაკები, შარვლები, აგრეთვე სპეცტანსაცმელი, უნიფორმები.

დიოლენი – სინთეტიკური ბოჭკო. გამოიყენება გოფრირებული ტანსაცმლისათვის განკუთვნილ ქსოვილებში, რადგან დიოლენის ქსოვილი გამოირჩევა გამჩლეობით და ინარჩუნებს ფორმას მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც.

დონეგოლი, დონეგოლის ტვიდი – მტკიცე, ოდნავ მოუხეშავი შალის ქსოვილი, მელანჟისებური ზედაპირით, გამოიყენება ჩირითადად მამაკაცის ზედა ტანსაცმლის შესაკერად. ამ ქსოვილის თავდაპირველი წარმოშობა უკავშირდება დონეგოლის საგრაფოს(ჩრდილო–ირლანდია).

დორლასტანი – სინთეტიკური ქსოვილი, რომელიც გამოირჩევა გამჩლეობით და ფორმის შენარჩუნების გარანტიას იჩლევა.

დრალონი – რბილი, სინთეტიკური ქსოვილი. ადვილად ირეცხება, სწრაფად შრება, ფორმამყარია და კარგად ინარჩუნებს სითბოს.

დრაფი (ფრანგულიდან) - იგივე მაუდი, შალის ან ნახევრადშალის მკვრივი, მჭიდრო ქსოვილი. ამგვარი ქსოვილების უმრავლესობას გააჩნია ხშირი ნაჩეჩი(ბეწვი). დრაფის მრავალი სახეობა არსებობოს: არჩევენ შედარებით თხელ ფაქტურას: დრაფ-დედამი ("ქალია დრაფი"), დრაფი-ერა, დრაფი-ფიფქისებური. სუფთა შალისგან დამზადებულ დრაფებს განეკუთვნება: დრაფი-დემი, დრაფი-რატინი, ხავერდოვანი დრაფი, დრაფი-ველიუტონი. ნახევრადშალის: დრაფ-სატი<


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved