ჭრა-კერვის, დაზგაზე და ხელით ქსოვის შესწავლა

გვეწვიეთ კორას განახლებულ ვებ-გვერდზე.

ჩვენი ახალი საიტის მისამართია: www.kora.ge


ვსწავლობთ, ვქსოვთ და ვიკერავთ საკუთარი ხელით კორას სასწავლო ცენტრში!

ჩვენ გაგიმხელთ ყველა საიდუმლოს, რომელიც თქვენს საქმიანობას აქცევს

წარმატებულ ბიზნესად!

დაგვიკავშირდით: 555-520-688 ან  577-426-606

ტანსაცმლის დიზაინი, მოდელირება, კონსტრუირება, ტექნოლოგია, პრაქტიკა. სწავლების ხანგრძლივობაა 6 თვე. სრული კურსის ღირებულება - 1500 ლარი. თვეში - 250 ლარი.

დისტანციური სწავლება (ონლაინ რეჟიმში)  - ინდივიდუალური გაკვეთილები. სწავლების ხანგრძლივობაა 6 თვე. სრული კურსის ღირებლება - 1800 ლარი, თვეში - 300 ლარი.შემდგომი პრაქტიკა (advanced) - პროგრამით გათვალისწინებული ტანსაცმლის კონსტრუირება-მოდელირება-ტექნოლოგია-პრაქტიკის სრული კურსის გავლის შემდეგ დამატებითი, პრაქტიკული კურსი(advanced). აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე ფლობს ტანსაცმლის კონსტრუირება-მოდელირების საფუძვლებს და სურს მეტი პრაქტიკული გამოცდილების მიღება. პრაქტიკული კურსის გავლის პროცესში მოსწავლეები იმუშავებენ ახალი მოდელების შექმნაზე, შეკვეთების, კოლექციების და ა.შ. დამუშავებაზე და დახვეწაზე. მულაჟის ანუ მანეკენზე ნატურალური ზომის მოდელის შექმნაზე. კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე, სრული კურსის ღირებულებაა 1000 ლარი.

როგორ, რა თანმიმდევრობით და რომელი პროგრამით შევისწავლოთ სრულყოფილად ჭრა-კერვა?! ამისათვის კორა გთავაზობთ შეარჩიოთ სრული კურსი ან თქვენთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე თემა:

1. ქალის კაბების/ბლუზების საბაზისო თარგის აგება, თარგების გამოყენება სხვადასხვა მოდელების შესაქმნელად ანუ მოდელირება  როგორც ინდივიდუალური, ისე ტიპიური აღნაგობისთვის. კერვის პროცესი და ყველა ტექნოლოგიური ოპერაცია, თეორიის და პრაქტიკის ერთობლიობა. კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე, კვირაში 2-ჯერ, 2-საათიანი გაკვეთილები. კურსის ღირებულებაა 800 ლარი.

2. ქალის ქვედა კაბები. და ბავშვის ტანსაცმელი:  კონსტრუირება, მოდელირება როგორც ინდივიდუალური, ისე ტიპიური აღნაგობისთვის. კერვის პროცესი და ყველა ტექნოლოგიური ოპერაცია, თეორიის და პრაქტიკის ერთობლიობა. კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე, კვირაში 2-ჯერ, 2-საათიანი გაკვეთილები. კურსის ღირებულებაა 500 ლარი.

3. ქალის შარვლები: კონსტრუირება, მოდელირება როგორც ინდივიდუალური, ისე ტიპიური აღნაგობისთვის. კერვის პროცესი და ყველა ტექნოლოგიური ოპერაცია, თეორიის და პრაქტიკის ერთობლიობა. კურსის ხანგრძლივობაა 1 თვე, კვირაში 2-ჯერ, 2-საათიანი გაკვეთილები. კურსის ღირებულებაა 300 ლარი.

ასევე, გაეცანით ყველა კურსის ჩამონათვალს დეტალურად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროფილი, ისარგებლეთ კორას მიერ  შემოთავაზებული საუკეთესო პირობებით და სწავლების მაღალი დონით!

ბლიც–კურსები:  ერთდღიანი კურსი, რომელიც მოიცავს ერთი კონკრეტული საბაზისო თარგის კონსტრუირება–მოდელირებას.

შერჩევითი პროგრამა:  მხოლოდ კონსტრუირება–მოდელირება 2 თვე 800ლარი. მხოლოდ ჭრა–კერვის ტექნოლოგია – 4 თვე, ფასი – თვეში 300ლარი.

 ტანსაცმლის დიზაინი, მოდელირება და კონსტრუირება კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. ხანგრძლივობაა 3 თვე. ფასი – თვეში 800 ლარი. სრული კურსის ღირებულება – 2400 ლარი.

დაზგაზე ქსოვა – ერთბაქნიანი(ერთფანტურიანი) და ორბაქნიანი(ორფანტურიანი), საბჭოთა, უცხოური, მექანიკური, ელექტრო, პროგრამულ–მექანიკური და კომპიუტერული.  სქემები, ნიმუშები, დაპროგრამება, მზა ტექნოლოგიები, მოდელირება, ტრიკოტაჟისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ოპერაციები. სწავლების ხანგრძლივობაა 2 თვე. სრული კურსის ღირებულება:   საბჭოთა დაზგებზე 600 ლარი. უცხოურ ერთბაქნიან დაზგებზე 700 ლარი. უცხოურ ორბაქნიან დაზგებზე – 800 ლარი.

ხელით ქსოვა – ჩხირები(ორი სახის), ყაისნაღი(ორი სახის), სქემები, ნიმუშები, მზა ტექნოლოგიები, მოდელირება, ტრიკოტაჟისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ოპერაციები. სწავლების ხანგრძლივობა – 4 თვე. ფასი – თვეში 200 ლარი. სრული კურსის ღირებულება 800 ლარი.

დაგვიკავშირდით: 555-520-688 ან  577-426-606

ელ-ფოსტა: korateach@gmail.com


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved