კორას სტუდია 5 მოდელირება

რამდენიმე მოდელი 'კორას' ბუტიკიდან

1. ნაცრისფერი ჯერსის კაბა V–მაგვარი გულის ამონაჭერით და დეკორატიული, მოსახსნელი გულსაბნევი ყვავილით ორ ფერში; თავისუფალი ფორმის სახელო 3/4 სიგრჩის. ზომა 42–44.

2. წითელი ელასტიური ხავერდის კაბა კოქტეილისთვის; შენაოჭებული ქვედა ნაწილით და მოდური, დაშვებული საყელოთი ე.წ. 'საქანელა'. ზომა 42.

3. შავი ფერის, სადა მინი ჟაკეტი ტანზე მომდგარი, კლასიკური საყელოთი და ელვა–შესაკრავით. ადვილად ერგება ნებისმიერი სტლის სამოსს. ეს ნატურალური ბამბისა და შალის ნარევი ქსოვილი ცნობილია 'შანელის' სახელწოდებით. უპრეტენზიოა კერვის პროცესში, დიდხანს ინარჩუნებს ფერს და ფორმას ხანგრჩლივიად ტარებისა და მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც.

4. ჯერსის პრინტიანი ქვედა კაბა თავისუფალი ფორმის. სიგრჩე – მაქსი.  მასთან მორგებულია შალის ჩაფისგან ყაისნაღით მოქსოვილი ტანზე მომდგარი ბლუზი. ზომა – 40.

5. ეს ბლუზი ეთნოსტილში და კლასიკური სწორი ქვედა კაბა მუხლს ქვევით, შეკერილია საუკეთესო ხარისხის ნატურალური აბრეშუმის და ჯერსის ქსოვილებისგან.

6. ტრიკოტაჟის ქვედა კაბა მაქსი მარცხენა ქვედა კალთაზე გაწყობილია 'ჟაბოს' სტილის არშიით. ამგვარი ელემენტები უხვადაა წარმოდგენილი ყველა ცნობილი დიზაინერის კოლექციებში. ბლუზი შეკერილია ელასტიური, თეთრი გიპიურის ქსოვილისგან. გიპიურის ქსოვილებიც ასევე აქტუალურია და ერთ–ერთ წამყვან პოზიციაზე პოდიუმზე წარმოდგენილ კოლექციებში.

7. ყოველდღიურობისთვის ტვიდის შარვალს მოვურგეთ ლურჯი ფერის ხელით ნაქსოვი შალის კარდიგანი ქამრით და ჯიბეებით გაწყობილი. ამგვარი კარდიგანი ყველგან და ყოველთვის პრაქტიკული და კომფორტულია. უხდება როგორც შარვლებს, ასევე ნებისმიერი სიგრჩის ქვედა კაბებსაც.

8.საუკეთესო ხარისხის ჟორჟეტის წითელი ქვედა ბოლო, კლასიკური სილუეტის მქონე და მასთან მორგებული ორიგინალური, პრინტიანი ბლუზი მინი–ჟაკეტის სტილში, 3/4 სიგრჩის სახელოებით. თავად ბლუზი გაფორმებულია ორმაგი არშიებით. ქსოვილი – არაელასტიური ჯერსი. ზომა –42.

9. იგივე ქვედაკაბასთან: რომანტიული სტილის ლურჯი შიფონის ბლუზი, ზომიერად თავისუფალი მოდური ელემენტებით: შესაკრავის გასწვრივ ორმხრივი 'ჟაბო' და საყელო–ჰალსტუხი. ზომა 42.

10. მათთვის, ვისაც მოსწონს ველური პრინტის მქონე ქსოვილები, შევურჩიეთ ვიწრო მინი ქვედა კაბა განიერი სარტყელით და განსაკუთრებულად ეფექტური, დაბალბეწვიანი ქსოვილით. აგრეთვე, ხელით მოქსოვილი სპილოსჩვლისფერი ტოპი ფაქტურული ჩაფისგან და დაზგაზე(Brother) მოქსოვილი მოდური შრაგი ირისის ჩაფისგან.

11. ქვედა კაბა "ფანქარი" 100% შალის ქსოვილისგან. წინა კალთაზე დაწყობილი ცალმხრივი და შემხვედრი ნაკეცებით. ასეთი მოდელები დღეს კაბებზე და ქვედა კაბებზეც ჩალზედ აქტუალურია. ტოპი კი, მოქსოვილია საქსოვ დაზგაზე Siver Reed მელანჟეს ეფექტის მქონე ბამბის ჩაფისგან. ღრმად ამოღებულ, ნავისებურ გულზე და სახელოებზე ოდნავ შენაოჭებულია და რეგულირდება თასმით. ამიტომ ადვილად ერგება ნებისმიერი აღნაგობის სხეულს.

12. ხაკისფერი, საუკეთესო ხარისხის მოჰერის ჩაფისგან ხელით მოქსოვილი სვიტერი ამაღლებული ყელით. ნაქსოვი რელიეფურია. საქსოვი ჩაფი გამოირჩევა არნახული სიმსუბუქით და სითბოთი. ზომა 40.

13. კომპლექტი: ქვედა კაბასთან ერთად თავისუფალი ფორმის ქურთუკი-ჟაკეტი, ინგლისური საყელოთი. ორფრთიანი, თეჩოზე დეკორატიული სალტით. კომპლექტის დამატებითი აქსესუარია თეთრი ჟორჟეტის შარფი, რომელიც ორმხრივად არის გოფრირებული და მისი გამოყენება შეიჩლება როგორც ყოველდღიურად, ისე გამოსასვლელად. ეს ეფექი შეიჩლება იყოს სრულიად განსხვავებული და მრავალფეროვანი, რასაც განაპირობებს პირველ რიგში სპეციალური ქსოვილის გამოყენება და გვირისტის სახეცვლილება.

14.  ვარდისფერი ტვიდის ქვედა კაბა შემხვედრი ნაკეცებით, სიგრჩე მაქსი. ბლუზი შეკერილია ნატურალური ბამბის ქსოვილისგან "კრეშის" ეფექტით და გაწყობილია ასევე ნატურალური ბამბის მაქმანებით. ზომა 42.

15. ფირუზისფერი მოსაცმელი კიმონოს სტილში, მომრგვალებული, დრაპირებული ბოლოებით. ქსოვილი: ელასტიური ჯერსი გამჭვირვალე ზოლებით. ქსოვილი საკმაოდ ეფეტურია და მისგან გამოსასვლელი ტანსაცმლის კერვაა რეკომენდებული. მისი ფორმისა და სილუეტიდან გამომდინარე ეს მოდელი უნივერსალური ზომაა. შარფი რომელიც მრავალფუნქციურია, მოითხოვს განსაკუთრებულ ჭრას, რათა მისი მრავალფუნქციურობა გამართლებული იყოს. ამისთვის ქსოვილი უნდა გამოიჭრას დიაგონალური მიმართულების დაცვით და, ბუნებრივია, მინიმალური დანახარჯით. ამგვარად მივიღეთ შარფი, ტოპი, ჩალმა, სალტე და ა.შ.

16. კიდევ ერთი მოდელი ახალგაზრდებისთვის: მოდური მინი-კაბა ზოლებიანი ტრიკოტაჟის ქსოვილისგან. მოცულობითი საყელო და ტანზე მომდგერი სილუეტი. საუკეთესოდ ერგება ჯინსებსაც ტუნიკის სახით. ზომა 38.

 


Copyright © 2007-2024 by Nana Koberidze. All rights reserved